ავტორისაგან: წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, თუ თქვენმა თავმა კიდევ ერთხელ გიმტყუნათ, თუ იმედგაცრუება დაგეუფლათ და თავი უკანასკნელი უნებისყოფო ადამიანი გგონიათ.
ეს წიგნი დაგეხმარებათ თქვენი გონების ლაბირინთებში გაერკვეთ – რატომ მარცხდებით, ამდენი მცდელობის მიუხედავად? ისწავლით, როგორ უნდა გათავისუფლდეთ საკუთარი გონების მანიპულაციებისგან, მოიცილოთ თქვენშივე ჩასახლებული ეშმაკი და გაქნილი სიზარმაცის ადვოკატი, რომ ბოლოსდაბოლოს საკუთარი სხეულის მმართველი გახდეთ.
ეს არაა სტანდარტული მოსაწყენი წიგნი კლებაზე, როგორ უნდა ჭამოთ უგემური ბროკოლი და ფილე დილიდან საღამომდე და თავი დაირწმუნოთ, რომ ძალიან ბედნიერი ხართ ამით. ის ძალიან ემოციურია, რადგან მისი წერის დროს, თავად ვმუშაობდი ჩემს თავზე. წიგნში ბევრ ადგილას საკუთარ თავთან ბრძოლის ტონი იგრძნობა, როგორ ხან ვეჩხუბებოდი, ხან ვასწავლიდი თავს – ადამიანი ზრდას და განვითარებას არასდროს უნდა წყვეტდეს. წიგნის დასასრულს მე ჩემი მიზანი მიღწეული მქონდა. თქვენც იგივეს გისურვებთ!