დაშვებული და აკრძალული პროდუქტები

დაშვებული პროდუქტები:

  • ცივი დაწურვის მცენარეული ზეთი (extra virgin oil) და ნაღების კარაქი 82%;
  • თხილეული;
  • კვერცხი;
  • ნებისმიერი ხორცი, მათ შორის ღორის, ფრინველის, თევზის და ზღვის პროდუქტების;
  • ბეკონი, ლორი;
  • სოკო;
  • მწვანე ბოსტნეული, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს და ხელს უწყობს საჭმლის გადამუშავებას, პომიდორი მცირე რაოდენობით;
  • რძის პროდუქტები ცხიმის მაღალი შემცველობით, გარდა რძისა.

აკრძალული პროდუქტები:

  • ნებისმიერი საკონდიტრო ნაწარმი, ფქვილისგან დამზადებული, ცომეული;
  • გადამუშავებული ხორცის პროდუქტები (ძეხვეული, სოსისები), მათში შაქრის შემცველობის გამო;
  • ბოსტნეული, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენიბით შაქარს და ნახშირწყლებს, მაგალითად სიმინდი და კარტოფილი;
  • ხილი და ჩირეული (დაშვებულია მხოლოდ მცირე რაოდენობით კენკროვნები)
  • ნებისმიერი ალკოჰოლი.
  • ნებისმიერი, პროდუქტი, რომელიც არაა ჩამონათვალში, თუმცა კალორიულობის ცხრილის მიხედვით დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს.

როგორ უნდა მოხდეს პროდუქტების არჩევა?

ჯერ გამოითვალეთ კალკულატორებით რა კალორია უნდა მიიღოთ კლებისათვის.

დაშვებული პროდუქტებიდან ამოარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტები. შეიტანეთ კალორიულობის ცხრილში რა რაოდენობაც გინდათ და გამოთვალეთ მენიუს კალორიულობა და ნახშირწყლების რაოდენობა. 

ნახშირწყლები არ უნდა იყოს 20გრ.-ზე მეტი.

  • ცხიმი – 70%
  • ცილები 25%
  • ნახშირწყლები – 5%

იხილეთ ვიდეო კეტო დიეტის  პრინციპიების შესახებ

პროდუქტების კალორიულობის ცხრილი

პროდუქტები

სოკო
ბურღულეული
ცხიმები
რძის პროდუქტები
ფქვილი და მაკარონის ნაწარმი
ხორცპროდუქტები
ბოსტნეული და მწვანილი
თხილი და ჩირეული
თევზი და ზღვის პროდუქტები
ყველი და ხაჭო
სოუსები, თაფლი და შაქარი
ხილი
პურეული
კენკროვნები
კვერცხი

ტკბილეული

საკონდიტრო ნაწარმი
შოკოლადი

სასმელები და ალკოჰოლი

ალკოჰოლური სასმელები
უალკოჰოლო სასმელები
წვენები და კომპოტები



პროდუქტიწონა (გრ)ცილები (%)ცხიმები (%)ნახშირწყლები (%) კალორია
ს უ ლ0 0 0 0 0

მენიუს მაგალითი

როგორ გამოიყურება საშუალოდ 1400 კალორიანი 1 დღის მენიუ?

  • საქონლის ხორცი მოხარშული (არამჭლე) – 200გრ.
  • კვერცხი 2 ცალი – 110გრ.
  • არაჟანი 25% – 30გრ.
  • სულგუნი ან ცხიმიანი ყველი – 50გრ.
  • ზეთი 2 ს/კ – 13გ.
  • კარაქი 82%  – 20გრ.
  • პომიდორი – 120გრ.
  • კიტრი – 150გრ. 
  • სალათის ფურცლები – 100გრ.
  • მწვანილეული – 30გრ.
  • თხილეული – 20გრ.
  • კენკროვანი ხილი – 50გრ.

პროცენტული წილი, შეიძლება მცირედით ცდებოდეს კეტოს პროპორციას და ეს ბუნებრივია, ზუსტი ციფრების დასმა რთულია. მთავარია ზოგადი პრინციპის დაცვა და ნახშირწყლების რაოდენობის კონტროლი.